თელავში, კიკბოქსინგის ჩემპიონატი – „კახეთი პროფ-ივენთი“ გაიმართა.

თელავში საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციისა და ა(ა)იპ თელავის კიკბოქსინგის სპორტული კლუბ „ჯორჯიას“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩემპიონატი „კახეთი პროფ-ივენთი“ გაიმართა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ყარაულაშვილი, გიორგი ქართლელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სომხეთის რესპუბლიკიდან.
შედგა 26 დაძაბული ორთაბრძოლა. გამარჯვებულებს გადაეცათ ჩემპიონის ქამრები, მედლები და სიგელები, ხოლო გოგონათა შორის ბრძოლის გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ჩემპიონატზე მონაწილეობის საგზური.