თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, 104 წლის იუბილე მოქალაქეს პირადად მიულოცა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრები თამარა შალიკაშვილი 104 წლის გახდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 104-ე წლის იუბილეზე თამარა შალიკაშვილს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ომარ ფეიქრიშვილი ესტუმრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა, მხნეობა და კეთილდღეობა უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თამარა შალიკაშვილს ფულადი დახმარება გადაეცა.