თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი კერამიკის სააღდგომო ფესტივალს დაესწრო.
კერამიკის სააღდგომო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სკოლა-სტუდია „კერას“ ორგანიზებით ჩატარდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კერამიკული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა კერამიკის მასტერკლასი და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა სააღდგომო თიხის კვერცხების მოხატვაში მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ წელს, კერამიკის სააღდგომო ფესტივალში მონაწილეობდა 400-მდე ახალგაზრდა.