თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე, შეხვდა გერმანიის ქალაქ ბიბერახის დელეგაციას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მერს დელეგაციის წევრებმა გადასცეს ბიბერახის მერის, ნორბერტ ცაიდლერის მისალოცი წერილი.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე დელაგაციის წევრებმა ვაჟა მაღრაძეს გაუზიარეს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მათ მიერ განხორციელდა ქალაქ თელავში, ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, ახალი ინიციატივები და იმსჯელეს ერთობლივ გეგმებზე.