2026 წლის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილეს მერიის ყველა სამსახურისა და მასში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტი და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
საკრებულოში გამართულ ბიუჯეტის საჯარო განხილვას დაესწრნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე, ალექსი გილაშვილი, მოადგილე ლევან როსტიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები არსენა ტუხაშვილი და გელა ოკინაშვილი.