კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ვაჟა მაღრაძესთან ერთად შეხვდა თელავის მოსახლეობას.
“თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ვაჟა მაღრაძესთან ერთად ქალაქ თელავში შევხვდი მოსახლეობას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს – პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა. ვაჟა მაღრაძე თელავის მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი პიროვნებაა, რომელსაც უყვარს თავისი მშობლიური თელავი და როგორც თელავის ერთგულ გულშემატკივარს, სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს მისი სამომავლო განვითარების საქმეში. მჯერა, ვაჟა მაღრაძეს თელაველების დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგან მას, როგორც გამოცდილ პროფესიონალს და დადებითი პიროვნული ღირსებებით დაჯილდოებულ ადამიანს საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები პატივს სცემენ და აფასებენ. ვუსურვებ წარმატებას ვაჟა მაღრაძეს თელავის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ,” – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.