დღეს, ყვარელში ჩატარებულ პარაკლისს ილია მზექალაშვილი მრევლთან ერთად დაესწრო.

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში, წმინდა ილია მართლისა და ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა პარაკლისი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარაკლისს დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი.
“2 აგვისტო,  წმინდა ილია მართლისა და ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა. დღეს, ყვარელში ჩატარებულ პარაკლისს დავესწარი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მრევლთან ერთად,” – აღნიშნა ილია მზექალაშვილმა.