დღეს, სოფელ ქვემო ალვანში, პლატონ კალმახელიძემ პატივი მიაგო გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში იმყოფებოდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრებმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.