გიორგი ალადაშვილი შეხვდა ტაჯიკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ტაჯიკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ილხომ აბდურახმონის შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი ალადაშვილმა ელჩს კახეთის რეგიონის, როგორც მეღვინეობა – მევენახეობისა და მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთთანამშრომლობას.
მხარეებმა საერთო მიმართულებები განსაზღვრეს და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.