კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად შეხვდა კაბალის ადმინისტრაციულ თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას.
“ჯონდო მდივნიშვილი წარმატებული მერია, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე მშობლიური მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ყველაფერი შეძლო, განვლილი მერობის პერიოდს და შესრულებულ საქმეს როცა კმაყოფილი მოსახლეობა დადებითად აფასებს, ეს არის უდიდესი მიღწევა და პირადად ჯონდო მდივნიშვილის დამსახურება. ვუსურვებ წარმატებას ჯონდო მდივნიშვილს, ვინც მუდმივად ზრუნავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაზე და აქვს სწორი ამბიცია, მშობლიური მუნიციპალიტეტის განვითარების დონე სხვადასხვა მიმართულებით, ლიდერ პოზიციაზე იხილოს,” – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს – პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, მამუკა ბურდიაშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ.