გივი ზაუტაშვილმა 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპული გმირების საფლავები და მემორიალი ყვავილებით შეამკო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისათვის ბრძოლას ყვარლის მუნიციპალიტეტიდან შეეწირა ოთხი ახალგაზრდა გმირის სიცოცხლე – ზურაბ ტურაშვილი, ილია შავერდაშვილი, გელა მებაღიშვილი და პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი.