წნორში ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება.

წნორში ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი. ახალი ტექნიკური ცენტრი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახსა და სპორტსმენებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურას.