ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, პირადად გაეცნო ქალაქ ყვარელში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დურუჯის ქუჩაზე.
“ქალაქ ყვარელში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გავეცანი პირველ მოადგილესთან ოთარ ბუჯიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. ამჯერად ვიმყოფებოდით დურუჯის ქუჩაზე. პროექტის თანახმად დაგეგმილია გზის 2350 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ასფალტის საფარისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ პროექტი გარდამავალია და დასრულდება მიმდინარე წელს,”– განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და მისი ღირებულება შეადგენს 1 035 208 ლარს.