თოვლის გამო, ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკის საშუალებით განხორციელდა ქალაქ ყვარლის ცენტრალური ქუჩებისა და გარეუბნების თოვლის საფარისგან სრულად გაწმენდა.