“ქართულმა ოცნებამ” თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარადაგინა ბატონი ვაჟა მაღრაძე.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ვაჟა მაღრაძე პატივსაცემი თელაველი, საუკეთესო პროფესიონალი და საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ადამიანია. “ქართულ ოცნებაში” კი აღნიშნავენ, რომ ვაჟა მაღრაძე გუნდს შეუერთდა თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილით, სწორედ ამიტომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვაჟა მაღრაძეს, არჩევნებში უპირობო გამარჯვებას და დიდ წარმატებას უსურვებენ.