სოფელ ლამბალოში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მიმდინარეობს 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
მიმდინარე სამუშოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.
შენობაში გათვალისწინებული იქნება ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.
ლამბალოს საბავშვო ბაღში სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.