საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრას გიორგი ალადაშვილი პირადად დაესწრო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვახტანგ კაკუტაშვილი, სოფელ მანავის მოსახლეობას შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად.
“მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ სოფელში – მანავში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ამ სოფელში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, დიდ გამოწვევას წარმოადგენს მანავის საჯარო სკოლისა და N1 საბავშვო ბაღის შენობების არასახარბიელო მდგომარეობა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და შეკრებილ საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა. ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში სოფელს ექნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. მანავის მცხოვრებლებს ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას პროცესის მსვლელობის შესახებ,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.