პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტების მერებთან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის განხორციელების გეგმა.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურული მიმართულებით, რეგიონული მასშტაბის დაგეგმილ ღონისძიებებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი და მამუკა ბურდიაშვილი.