პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტების მერებთან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეაჯამეს მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შესახებ გამართული პრეზენტაციები, აქცენტი გაკეთდა სამუშაო დოკუმენტებში შესატან საბოლოო დეტალებზე, ასევე, საუბარი შეეხო 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ჭრილში, აქცენტი გაკეთდა თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია ვეისთლესს შორის, რაც კახეთის რეგიონში გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
რეგიონული კამპანია “ეკომეგობრული კახეთი 2026” აქტიურად მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში კახეთის რვავე ქალაქსა და 35 შერჩეულ სკოლაში უკვე დაიწყო შემეცნებითი შეხვედრები, სადაც მოსწავლეები ეცნობიან ნარჩენების მართვის მნიშვნელობას, ელექტრო ნარჩენების სწორად ჩაბარების წესებს. სკოლები, რომლებიც ყველაზე მეტ ნარჩენს შეაგროვებენ, 30 მაისს კახეთის რეგიონულ, ეკო-ფესტივალზე დაჯილდოვდებიან, სადაც გამოვლინდებიან – I, II და III ადგილზე გასული სკოლები. გამარჯვებული სკოლები მიიღებენ ფულად ჯილდოს, რომელსაც გამოიყენებენ საკუთარი სკოლის ეკომეგობრული ინიციატივებისა და გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებაში.