პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო ფრწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებში არსებული სასაფლაოებისა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების საკითხები, ასევე, სოციალურ – ეკონომიკური მიმართულებით არსებული ვითარება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაზაფხულზე, რიგ მუნიციპალიტეტებში, უხვი ნალექის შედეგად მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების საპრევენციოდ, გასატარებელი ღონისძიებების საჭიროებას.
მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.