პლატონ კალმახელიძემ და ვაჟა მაღრაძემ, სამედიცინო პერსონალს დედის დღე პირადად მიულოცეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, თელავში მდებარე სამშობიარო სახლების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს მიულოცეს დედის დღე, მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისათვის და გადასცეს თაიგულები.
“დედის დღის აღნიშვნას სამშობიარო დაწესებულებებში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ აქ იწყება სიცოცხლე. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენი რეგიონის მათ შორის, სრულიად საქართველოს ყველა დედას მივულოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერ დედობას, ხოლო ჩვენ ქვეყანას ვუსურვებ ბევრ მრავალშვილიან დედას,”– აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.