კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის და კახეთის რეგიონში თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს ზურაბ ჩხაიძეს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
პლატონ კალმახელიძემ ელჩს კახეთის რეგიონის ეკონომიკის ძირითად დარგებსა და სამომავლო განვითარების პოტენციალის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტებს, სადაც თითოეული მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარების ხედვა წარმოდგენილია დეტალურად.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს კახეთში ეკონომიკური ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით, რაც რეგიონში არსებული პოტენციალის შესახებ დაინტერესებული ინვესტორებისთვის შექმნის საინფორმაციო პლატფორმას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ელჩს მადლობა გადაუხადა რეგიონში სტუმრობისთვის.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.