კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ქალაქ თელავში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, აჩინებულის ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 280 000 ლარს.