ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით, ადგილობრივებს შეხვდა.

სოფელ მირზაანის მოსახლეობას პირადად შეხვდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო ადგილობრივების საჭიროებებს და მზადყოფნა გამოხატა მოსახლეობის მხარდასაჭერად.
როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა, უკანასკნელი წლების განმავლობაში სოფელში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. აქტიურ რეჟიმში ხორციელდება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ასევე სპორტული მოედნების და დასასვენებელი პარკების მოწყობა. მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემაც.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის გაცნობისა და მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.