დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს პროგრამებსა და სერვისებზე დეტალურად ისაუბრეს. აღინიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის და სხვა სერვისების მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე გელა სამუკაშვილი, კერძო სექტორის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.