ნიკოლოზ ჯანიაშვილი, გიორგი ალადაშვილი და მამუკა ბურდიაშვილი, მოსახლეობას შეხვდნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ზემო მაჩხაანის მოსახლეობას შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან და მის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილთან ერთად.
“ძალიან თბილი წინასაარჩევნო შეხვედრა გამოგვივიდა ზემო მაჩხაანში. ძირძველ ქიზიყურ სოფელში, პარლამენტარ გია ბენაშვილის, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილისა და მისი მოადგილის, მამუკა ბურდიაშვილის თანდასწრებით შევთანხმდით რომ – ღირსეულ გამარჯვებას მივაღწევთ ზემო მაჩხაანში, ისევე როგორც მთლიანად დედოფლისწყაროში,” – აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.