“მჯერა, ვაჟა მაღრაძეს თელაველების დიდი მხარდაჭერა ექნება,” – გიორგი ალადაშვილი.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს მოსახლეობას შევხვდა თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ვაჟა მაღრაძესთან, პარლამენტის წევრთან, გელა სამხარაულთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილთან ერთად.
როგორც გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, სოფელ იყალთოს თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უკავია თელავის მუნიციპალიტეტში.
“ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ იყალთოში, მნიშვნელოვნად გაიზრდება – პილიგრიმული, შემეცნებითი და კულტურული ტურების რაოდენობა, რაც ადგილობრივ დონეზე მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს.
ვაჟა მაღრაძე თელავის მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი პიროვნებაა, რომელსაც უყვარს თავისი მშობლიური თელავი და როგორც თელავის ერთგულ გულშემატკივარს, სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს მისი სამომავლო განვითარების საქმეში.
მჯერა, ვაჟა მაღრაძეს თელაველების დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგან მას, როგორც გამოცდილ პროფესიონალს და დადებითი პიროვნული ღირსებებით დაჯილდოებულ ადამიანს, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები პატივს სცემენ და აფასებენ.
ვუსურვებ წარმატებას ვაჟა მაღრაძეს თელავის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ!” – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.