თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ალექსი ფიცხელაურთან ერთად შეხვდა ახმეტის მოსახლეობას.
“ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, ალექსი ფიცხელაურთან ერთად შევხვდი ქალაქ ახმეტაში სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს.
ალექსი ფიცხელაური ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან, იცის თითოეული ქუჩის, ქალაქის, სოფლისა თუ უბნის მცხოვრებლების საჭიროება.
ბოლო წლების მანძილზე, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის. მჯერა, განვითარების პროცესი უწყვეტად გაგრძელდება.
ალექსი ფიცხელაურს, გამორჩეულ მერს და ნიჭიერ ადამიანს, ვუსურვებ წარმატებას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.