ლევან ანდრიაშვილი სოფელ თეთრიწყლებში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებში,  ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს პირადად გაეცნო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება მთის ფონდის დაფინანსებით და გათვალისწინებულია მაყურებელთა ტრიბუნების, განათებისა და ღობის მოწყობა.
მაღალმთიან სოფელ თეთრიწყლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მთის ფონდიდან გამოყოფოლია 157 700 ლარი.