ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის საკოორდინაციო შტაბში, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის საკოორდინაციო შტაბში, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა საკოორდინაციო შტაბში განიხილეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სტიქიის ზონაში და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
​აქტიურად გრძელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა, ამ დროისთვის მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფლების – კაბალი, ბაისუბანი დამაკავშირებელი ხიდის აღდგენის სამუშაოები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ასევე გრძელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ზარალის შემსწავლელი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობის დახმარების მიზნით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ლაგოდეხის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად.