კახეთში მასშტაბურად აღინიშნა 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე.
კახეთის მარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში წირვა ჩაატარეს სასულიერო პირებმა.
წირვის დასრულების შემდეგ, გაიმართა მსვლელობა მეფე ერეკლე II – ის მოედნის მიმართულებით.
საზეიმო მსვლელობაში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ადგილობრივმა მოძღვარმა, რომელმაც ისაუბრა ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე.