კახეთის მხარეში ახალი სახელმწიფო რწმუნებულის – პლატონ კალმახელიძის წარდგენა გაიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, კახეთის მხარეში ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს წარუდგინა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებზე და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ პროექტებსა და მიმდინარე საკითხებს.
შეხვედრის მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რეგიონული განვითარების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარდგენას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი და მამუკა ბურდიაშვილი ესწრებოდნენ.