კახეთის მუნიციპალიტეტებში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართა ალილოს ტრადიციული მსვლელობა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალილოს მსვლელობაში სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობდნენ.