ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყვარელში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას პირადად შეხვდა.
“ქალაქ ყვარელში, საქართველოს პარლამენტის წევრთან, დავით მათიკაშვილთან ერთად კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად ვაგრძელებთ,” – აღნიშნა ილია მზექალაშვილმა.