ილია მზექალაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი ინვენტარით მომარაგებას ადგილზე გაეცნო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ილია მზექალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე, ა(ა)იპ „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორ ნონა დავითაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნენ საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი ინვენტარით მომარაგებისა და აღჭურვის პროცესს.
“ადგილზე გავეცანი საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი ინვენტარით მომარაგებისა და აღჭურვის პროცესს. ახალი ინვენტარით მომარაგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელებისათვის კომფორტულ, უსაფრთხო გარემოში, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.