თელავში, წელს უკვე მეშვიდედ, საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ძაღლების საერთაშორისო გამოფენა.
თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, გამოფენა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოდან, ევროპისა და აზიის 7 ქვეყნიდან 450 – მა სხვადასხვა ჯიშის ძაღლმა.
ქართველ კინოლოგებთან ერთად, ძაღლები შეაფასეს ლატვიიდან და პოლონეთიდან მოწვეულმა მწვრთნელებმა.
აღსანიშნავია, რომ ძაღლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, თელავი ყოველწლიურად მასპინძლობს ათასობით ვიზიტორს.