თელავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა გრძელდება.

თელავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად გრძელდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები სრულად განახლდა.
პროექტის ფარგლებში თელავში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი, რომელიც მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, სპორტსმენებისთვის საჭირო გასახდელებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახსა და დამხმარე სათავსოებს.