16 მაისს, ქალაქ თელავში, წარმატებით ჩატარდა საქართველოს რეგიონების სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების XIV კონკურსის პირველი ტური.
კონკურსის პირველ ტურში მაყურებლის წინაშე წარმატებით წარსდგნენ ყვარლის სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეები.
ყვარლის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, დასკვნითი კონცერტი და კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 14 ივნისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.