საქართველოს პარლამენტის ინიცირებით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, პროექტის – „გმირის დღე“ ფარგლებში, თელავში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ახალგაზრდა ისტორიკოსმა გოგა მთვარელიშვილმა წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.