თელავში, „ზაფხულის დღეები 2026-ის“ ფარგლებში, კონცერტი გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრმა მუსიკალურ ღონისძიებას უმასპინძლა.
მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარსდგნენ – კახა კუხიანიძე, გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ანსამბლი „ოდა,” ჯგუფები „გობლინები“ და „Latino Boys Band.”