2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა, რასთან დაკავშირებითაც სოფელ ნაფარეულში, ომში გმირულად დაღუპული ზურაბ ბალაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომში, 9 აგვისტოს სოფელ ნიქოზზე მიტანილი რუსული საავიაციო შეტევისას ზურაბ ბალაშვილს კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. 21-ე ბატალიონში იგი ერთადერთი დაღუპული იყო.
ზურაბ ბალაშვილი დაიბადა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ – საქართველოს ომის გმირმა სიკვდილის შემდეგ მიიღო მედალი – მხედრული მამაცობისთვის.