თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან გავიდა 37 წელი.