9 – 14 დეკემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში, მოეწყო ახალგაზრდული ბანაკი „პიროვნული განვითარება მოზარდებში.“
6-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებმა სერტიფიცირებულ ტრენერებთან ერთად შეისწავლეს გუნდური მუშაობის პრინციპები, თვითშემეცნება და ცხოვრებისეული მიზნების დასახვა.
აღსანიშნავია, რომ ბანაკმა თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მეორე ნაკადს უმასპინძლა. პროექტი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და არაფორმალური განათლების მეთოდებზე დაფუძნებულ წამახალისებელ, შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს.