მიმდინარე წლის 9–14 დეკემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოეწყო ახალგაზრდული ბანაკი!
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ინფორმაციით, 5-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებიან ბაკურიანში, სადაც მათთვის შექმნილია სივრცე პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამა დაფუძნებულია არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებზე. პირველი დღე მთლიანად დაეთმო ერთმანეთის გაცნობას, გუნდად ჩამოყალიბებასა და გუნდური მუშაობის უნარების გაღრმავებას.
ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც მოზარდებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ახალი ცოდნა, იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე და გაძლიერდნენ მოტივაციაში, იმართება წელიწადში ორჯერ.