თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე მოსახლეობას შეხვდა.

“ქართული ოცნების” თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე შეხვდა სოფელ აკურისა და ბუშეტის მოსახლეობას. როგორც ვაჟა მაღრაძემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პირდაპირი კომუნიკაციის გზით, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურასა და ბუშეტში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ადგილობრივ მოსახლეობასა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს.
შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს განვითარებას, კეთილდღეობასა და ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას,” – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვაჟა მაღრაძემ.