თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ნატკორის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, დასრულდა ნატკორის ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო გზის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე.
სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისმა ღირებულებამ შეადგინა 294 509 ლარი.