თელავის თეატრში სპექტაკლის – „აღთქმული სანაპირო“ წარდგენა გაიმართა.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დიდ დარბაზში, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასმა მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ წარადგინა.
სპექტაკლს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქართლელიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპექტაკლის ტექსტის ადაპტაციის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე ქანთარია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპექტაკლის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეატრის დასს მადლობა გადაუხადეს საინტერესო წარმოდგენისათვის და შემოქმედებით გუნდს წარმატებები უსურვეს.