საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ კაკუტაშვილმა ააიპ „სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების“ ახალი დირექტორი, ზაურ მეკოკიშვილი წარუდგინა თანამშრომლებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და შესრულებულ ღონისძიებებზე, ასევე საუბარი შეეხო არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კაკუტაშვილმა მადლობა გადაუხადა სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის და ახალ ხელმძღვანელთან ერთად წარმატებები უსურვა.
საგარეჯოს ააიპ „სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების“ ახალი დირექტორის წარდგენას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არსენ ტუხაშვილი, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი.