“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში ვაჟა მაღრაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და თელაველთა მოსაზრებები პირადად მოისმინა არაერთ საკითხთან დაკავშირებით.
“ქალაქ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც უამინდობის მიუხედავად შეხვედრაზე მოვიდა და ერთობლივ განხილვაში აქტიურად ჩაერთო. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია უშუალო კომუნიკაცია. შესაძლებლობა, მოვისმინოთ თელაველთა მოსაზრებები, შევაფასოთ უკვე განხორციელებული პროექტები და ერთად განვსაზღვროთ ის საჭიროებები, რომლებიც კვლავ დგას ქალაქის წინაშე.
დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თელავის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ქალაქის ღირსეული განვითარების უზრუნველყოფას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.