დღეს, 17:00 საათზე, „ილიას ტბაზე,” საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის “არა ნარკოტიკს” ფარგლებში, გაიმართება ტურნირი მინი ფეხბურთში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ყვარლის მუნიციპალიტეტიდან 8 გუნდი, ხოლო გამარჯვებული გუნდი ითამაშებს კახეთის პირველობაზე.
ჩემპიონატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.